logo
ENG

გამოძიება პროგრესით მიდის - ქართული დელეგაციის წევრები ჰააგის მთავარ პროკურორს შეხვდნენ

14 თებ 202017:28
3 წუთის საკითხავი
clock 739

მიუნხენში შეხვედრა გაიმართა, ჰააგის ტრიბუნალის საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან. შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს თეა წულუკიანმა და ფატუ ბენსუდამ. როგორც ისინი აცხადებენ, გამოძიებაში არის პროგრესი, თუმცა საქმის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, არ კონკრეტდება, რა კუთხით მიიღწევა პროგრესი.

„მივიღეთ ინფო, რომ ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში. მათ უწევთ დიდი სამუშაოს გაწევა იმისათვის, რომ გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი წარიმართოს" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც ფატუ ბენსუდა აცხადებს, ქართული მხარე თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა კონკრეტიკისგან მანაც თავი შეიკავა.

„გამოძიება პროგრესით მიდის. არსებობდა ბევრი გამოწვევა მტკიცებულებების მოპოვების მხრივ - ვერ ვისაუბრებ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მაგრამ ქართული მხარე თანამშრომლობს გამოძიებასთან", - აცხადებს ფატუ ბენსუდა, ჰააგის მთავარი პროკურორი. 

შეგახსენებთ, რომ ჰააგის ტრიბუნალი საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აწარმოებს გამოძიებას. საერთაშორისო ტრიბუნალი იძიებს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე.


close დახურვა