logo
ENG



"ბარსელონას" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინა

12 აგვ 202013:20
3 წუთის საკითხავი
clock 528
twmb0f8ac0uotmj.jpg

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯერჯერობით არ სახელდება ინფიცირებული ფეხბურთელის ვინაობა, თუმცა როგორც “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იუწყება, ამ კონკრეტულ ფეხბურთელს კონტაქტი არ ჰქონია იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩისთვის ლისაბონში გაემგზავრნენ.

კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელი საკუთარ სახლში იმყოფება მკურნალობის კურსებს გადის, ასევე ყველა ის ფეხბურთელი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან, შემოწმდებიან PCR ტესტებზე და დაიცავენ თვითიზოლაციის წესს.

ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა სავარაუდოდ ინფიცირებული ფეხბურთელი ახალგაზრდული (“ბარსელონა ბ”) გუნდის წევრია.


close დახურვა