logo
ENG



"დენვერი" კონფერენციის ფინალში ითამაშებს, "მაიამმა" გამარჯვებით დაიწყო

16 სექ 202011:42
3 წუთის საკითხავი
clock 435
md7w4u9d7kdobwv.jpg

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. "მაიამისა "და "ბოსტონის" მატჩი საოცრად დაძაბული გამოდგა და ოვერტაიმის შემდეგ, ფლორიდული გუნდის გამარჯვებით, 117-114 დასრულდა.

ერიკ სპოელსტრას მომზადებულმა გუნდმა ტრადიციულად გუნდური თამაში აჩვენა, ჰიტის შემადგენლობაში 20 ქულიან ბარიერს სამმა მოთამაშემ მიაღწია. საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც მატჩი 29 ქულით, 7 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში არც პირველზე და არც მეორე ადგილზე გასული გუნდები არ მონაწილეობენ.

კონფერენციის ფინალში გავიდა დენვერი, რომელმაც სერიაში 3:1 ჩამორჩენა აღმოფხვრა. მათ მე-7 მატჩში "კლიპერსი" - 104-89 დაამარცხეს. ბრწყინვალე მატჩით თავი კვლავ ჯამალ მიურეიმ და ნიკოლა იოკიჩმა გამოიჩინეს.

კონფერენციის ფინალში "დენვერი" "ლეიკერსს" დაუპირისპირდება


close დახურვა