logo
ENG



"მანჩესტერ სიტიმ" ფერნან ტორესი დაიმატა

05 აგვ 202011:36
3 წუთის საკითხავი
clock 519
2lx9cc6h5ob3ulg.jpg

“მანჩესტერ სიტიმ” ლეროი სანეს შემცვლელი ესპანეთში იპოვა – ქალაქელებმა ფერან ტორესი დაიმატეს.

20 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “სიტიმ” ტორესის სანაცვლოდ “ვალენსიას” 23 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც ცნობილია, ამ თანხას ბონუსის სისტემით კიდევ 10 მილიონი დაემატება.

 

 

ფერანი “ვალენსიას” აღზრდილია. ლა-ლიგის გასულ სეზონში მან 34 თამაში ჩაატარა. ახალგაზრდა ესპანელის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


close დახურვა