logo
ENG



"მეშახტეობა მძიმე, ვაჟკაცური პროფესიაა" - ლელო მეშახტეებს შრომითი უფლებების დაცვას ჰპირდება

17 სექ 202018:29
3 წუთის საკითხავი
clock 473
o0n5fe2iae71in0.png

ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მეშახტეების შრომის უსაფრთხოების პირობები მინიმუმამდეა დასული, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. 

გარდა ამისა, ხაზარაძის თქმით, ტყიბულის საწარმოს გამართული ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

"ვიცი, რომ შრომის პირობები ნებისმიერ სტანდარტზე შეუსაბამოა. თუ რეალური ცვლილება არ მოხდა საწარმოში, ამ ტექნოლოგიით და დღეის მდგომარეობით, პერსპექტივის შანსი მცირეა. ამიტომ ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით პროგრამაში გვაქვს შეტანილი, გვაქვს გეგმა, რომელიც 4 წელში ამ ქვეყანას რადიკალურად შეცვლის. ტყიბულში უნდა მოვიზიდოთ სერიოზული ინვესტიცია, რომ ეს საწარმო გახდეს ეფექტური და არა ისეთი, როგორიც დღესაა. მეშახტეობა არის ძალიან მძიმე და ვაჟკაცური პროფესია, ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვანაირი მხარდაჭერა და, უპირველეს ყოვლისა, შრომის უსაფრთხოების დაცვა" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 


close დახურვა