logo
ENG



"სტრატეგია აღამაშენებელმა" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა

30 ივლ 202020:45
3 წუთის საკითხავი
clock 450

"სტრატეგია აღმაშენებელმა" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა.

გუნდმა საარჩევნო კამპანია დღეიდან დაიწყო და 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა. ვაშაძის გუნდი ამომრჩეველს სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს და ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას ჰპირდება. წინასაარჩევნო დაპირებებს შორისაა მედიკამენტების გაიაფება და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლება.

"სტრატეგია აღმაშენებელი" საარჩევნო პროგრამას აგვისტოში წარადგენს, სექტემბერში კი მინისტრობის კანდიდატებს დაასახელებს. 


close დახურვა