logo
ENG



"ფულემი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

05 აგვ 202011:46
3 წუთის საკითხავი
clock 427
rm2nb61jnsmo0qk.jpg

ლონდონური კლუბი "ფულემი" პრემიერლიგაში დაბრუნდა. 

ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალი, რომელიც 4 აგვისტოს "უემბლიზე" გაიმართა, "ფულემის" გამარჯვებით დასრულდა. 

"ფულემმა" "ბრენტფორდს" დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 აჯობა და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. 

შეხვედრაში პირველი გოლი მატჩის 114-ე წუთზე ინგლისელმა ჯო ბრაიანმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რომელმაც ესპანელი მეკარის, დავიდ რაიას პოზიციური შეცდომით ისარგებლა.  რამდენიმე წუთში ბრაიანმა მეორე ბურთის გატანაც შეძლო და სკოტ სინკლერის (2011) შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფში ერთზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. საბოლოო ანგარიში "ბრენტფორდის" შემტევმა - ჰენრიკ დალსგაარდმა დააფიქსირა - 1:2.


close დახურვა