logo
ENG



"ჯიგრული" კორუფცია და გაფლანგული 7 მილიარდი

31 მაი 202020:21
3 წუთის საკითხავი
clock 756

„შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაც... მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ!“ - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საპარლამენტო ანგლობა გასული კვირის ყველაზე პოპულარულ ფრაზად იქცა.

დღეს სიტყვა მოქრთამვას იშვიათად თუ მოისმენთ, თუმცა ხშირად გაიგებთ სიტყვა შემოწირულებას. კომპანიები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულობის სახით ფულს აძლევენ, სანაცვლოდ კი სხვადასხვა სარგებელს იღებენ და ეს გრძელდება ყველა მთავრობისა და ხელისუფლების პირობებში.

კორუფცია არ შეიძლება იყოს „ჯიგრული“, არ შეიძლება იყოს ქართული და მით უმეტეს, კორუფცია არ შეიძლება იყოს „პონტი“. მიუხედავად ამისა, უმოტივაციოდ დახარჯული 7 მილიარდი ლარი ქართული ჯიგრული პონტით „გააპრავეს“.


close დახურვა