logo
ENG



აბესაძე ხე-ტყის მასივის გადაცემაზე: ოცნება ცდილობს საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს

22 მაი 202012:36
3 წუთის საკითხავი
clock 1293

დღეს პარლამენტი სესიაზი იმ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვის კომიტეტის მხარდაჭერილმა ცვლილებამ პროტესტი როგორც საზოგადოებაში, ისე არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკოსებში გამოიწვია.

კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს, საპარლამენტო ოპოზიცია კი კანონის მხარდაჭერას არ აპირებს.

"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს. 

"კანონპროექტი დაუსაბუთებელია და ძალიან ბუნდოვანია მიზანი, რას ემსახურება ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარე ტყის მასივების დაკანონება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის ზრუნვა ეკლესიის გაძლიერებაზე. ეს არის მათი მცდელობა საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს საპატრიარქო, მოახლოებულ არჩევნებში და ასეთი მერკანტილური მიზნით მიიღება ეს კანონპროექტი, რაც რა თქმა უნდა მათ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოუტანს, ამომრჩევლის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.


close დახურვა