აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
მისი განცხადებით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 შეადგინა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.