logo
ENG



აგვისტოში ეკონომიკა 5,3%-ით შემცირდა, ბოლო 8 თვეში - 5,6%-ით - წინასწარი შეფასება

30 სექ 202011:59
3 წუთის საკითხავი
clock 493
zgjn9359et5u1hc.jpg

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6 პროცენტია.

"2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა", - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

 


close დახურვა