logo
ENG



ადამ კინზინგერი: გილოცავ, საქართველოვ, ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ

21 ივნ 202019:35
3 წუთის საკითხავი
clock 1147
n58jiyhs92ccxm0.jpg

"ხანგრძლივი გზა იყო, მაგრამ ამად ღირდა" , - ასე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წევრი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას. კონგრესმენმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება. 

"გილოცავ, საქართველოვ! ხანგრძლივი გზა იყო, მაგრამ ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრო გახარიავ, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძევ, ოპოზიციის  ლიდერებო და საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ", - წერს ტვიტერზე ადამ კინზინგერი. 

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.


close დახურვა