logo
ENG



ადვოკატი: ბილანიშვილმა წარადგინა მტკიცებულებები, რომ შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს 

08 ივლ 202023:30
3 წუთის საკითხავი
clock 1895

ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა თამარ აბესაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ბილანიშვილმა წარადგინა ყველა დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ შაქარაშვილის საქმესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. 

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი ტელეფონის დეტალური, ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან.

სამინისტრომ და გამომძიებლებმა დაადგინეს იმ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელზეც ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ის არის ე.წ. კაწრო. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია.

ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებიდან არცერთს არ იცნობს. ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაც ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეებია“, - აცხადებს თამარ აბესაძე.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე შევიდა პირი, რომელიც 18-19 ივნისს ღამით იმყოფებოდა დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.


close დახურვა