logo
ENG



ადვოკატი ბრალდებულ ძიუდოისტზე: ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის დაპირისპირებაში არ მონაწილეობს

27 ივნ 202017:04
3 წუთის საკითხავი
clock 1430

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, არჩილ ტატიაშვილის ადვოკატის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდზე დაპირისპირებაში არ მონაწილეობს.

ინციდენტის მონაწილე ვახო ახვლედიანს კი დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. მისი ადვოკატის თქმით, ახვლედიანს მანქანაში გაუსწორდნენ და სიბნელის გამო დაზარალებულმა ვერ დაინახა, თუ ვინ უსწორდებოდა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

close დახურვა