logo

ადმინისტრაცია დროშაზე: კანონი გვავალდებულებს, დავამტკიცოთ ან გადავამტკიცოთ სიმბოლოები

clock 0 clock 122 clock 31 ივლ 202018:33
qtshp81cwcdps0j.png

ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დროშა პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა. კერძოდ, საბჭოს მიერ შეიქმნა 3 დროშა, საიდანაც პრეზიდენტმა ერთი შეარჩია. 

"საქართველოს კანონი "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი", - წერია განცხადებაში. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა