logo

აია სოფიას შემდეგ, ერდოღანმა ხორას ისტორიული მონასტრის მეჩეთად გადაკეთებაც გადაწყვიტა

21 აგვ 202015:03
3 წუთის საკითხავი
clock 53 clock 3125
ef943q25m4omaak.jpg

აია სოფიას შემდეგ, ერდოღანის ხელისუფლებამ სტამბოლში არსებული ხორას ისტორიული მონასტრის მეჩეთად გადაკეთება გადაწყვიტა

ხორას მონასტერი პირველად მეჩეთად ოტომანებმა გადააკეთეს. მას შემდეგ, 1958 წელს მონასტერს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, თუმცა 2019 წლის 11 ნოემბერს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ მონასტრის მუზეუმად გადაკეთება უკანონოდ ცნო. დღეს კი მონასტრის მეჩეთად გადაკეთების საპრეზიდენტო განკარგულება გამოიცა. 

დღეის მდგომარეობით, მონასტრის მონახულება ვიზიტორებისთვის შეზღუდულია. მონასტერში 2017 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ოტომანების მიერ მონასტრის მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, მონასტერში არსებული ულამაზესი ფრესკები და მოზაიკები დაიფარა. მუზეუმად გადაკეთების შემდგომ კი მათი აღდგენა მოხერხდა. ამჯერად უცნობია, რა ბედი ეწევა სამონასტრო ნაგებობაში არსებულ უძველეს ფრესკებსა და მოზაიკებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემდგომ მონასტერში არსებულ ფრესკებს მუსლიმური მსახურების მიმდინარეობისას თეთრი ფარდებით ფარავენ. 

 



close დახურვა