logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 31.05.2020

31 მაი 202010:52
3 წუთის საკითხავი
clock 1262
qyxxjdqt4lsugzs.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 31 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


NASA-ს ისტორიული მისიის II ცდა წარმატებული აღმოჩნდა

ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი წარმატებით აფრინდნენ კენედის კოსმოსური სადგური ცენტრიდან და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის ხომალდით გაემგზავრნენ NASA-ს ისტორიული მისიის შესასრულებლად.



ეს არის პირველი შემთხვევა 2011 წლის შემდეგ, როცა ასტრონავტები ამერიკიდან მიემგზავრებიან კოსმოსურ სადგურზე. მისია 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გამგზავრება შაბათამდე გადაიდო.


აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს

16 შტატის 25 ქალაქში კომენდანტის საათი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული აქციები ლოზუნგით Black Lives Matter, უფრო მასშტაბური გახდა. Მინესოტის მერმა შტატში გვარდიის სრული მობილიზაცია გასცა, რაც მინესოტის გვარდიის 164 წლიანი არსებობის მანძილზე პირველი შემთხვევაა.

Პროტესტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. Ეროვნული გვარდიის გამოყვანეს ვაშინგტონშიც, რათა გაძლიერდეს თეთრი სახლის დაცვა. ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანი დაშავდა


ოზურგთში 6 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი სახლიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, გუბეში დამხრჩვალი ნახეს. ბავშვს ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ბელგიის პრინცს COVID-19 დაუდასტურდა

პრინცი იოაკიმი ესპანეთის ქალაქ კორდობაში წვეულებას დაესწრო, რის შემდეგაც მას COVID-19 დაუდასტურდა. ესპანური მედიის ცნობით, პრინცთან ერთად წვეულებაზე კიდევ 26 ადამიანი იმყოფებოდა, კორდობაში კი კორონავირუსის გამო 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.



ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი კორდობაში აცხადებს, რომ ყველა ვინც წვეულებას დაესწრო უპასუხისმგებლოა და მას აღაშფოთებს ის ფაქტი, რომ მაშინ როცა ქვეყანა გარდაცვლილებს გლოვობს, ამ ადამიანებმა წვეულების გამართვა მოისრუვეს.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

783 ინფიცირებული, მათგან 605 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3 031 პირი.

 


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 2.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 371 ათასს აჭარბებს.


via GIPHY


ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. Ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ვირუსს 880-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა და 30 000-ზე მეტი დაინფიცირდა. Დადასტურებული შემთხვეევბის რაოდენობა უკვე 500 ათასს აღწევს, მათგან 200 ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.


ფაშინიანი საქართველოსგან დახმარების მზაობას მიესალმება

„ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტიანად მივიჩნევთ.” - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

ნიკოლ ფაშინიანი ფაშინიანი საქართველო მოძმეს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი მზაობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს, თუმცა იმედოვნებს, რომ დახმარების გაწევის საჭიროება არ დადგება.


close დახურვა