logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 07.04.2020

07 აპრ 202011:09
3 წუთის საკითხავი
clock 1261
s3xgmcrfzjw99y7.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 7 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

 

COVID-19 და საქართველო

 

195 ინფიცირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელებული და 2 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთა თითქმის 2/3-ს ვირუსის გართულებული მდგომარეობა - პნევმონია აღენიშნებათ. განსაკუთრებით მძიმეა 6 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ერთის კი კრიტიკული.

 

სამეგრელო საკარანტინო ზონად?

სამეგრელო შესაძლოა მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს.  იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის 3 უშუალო კონტაქტს, განმეორებითი კვლევის შედეგად, ახალი კორონავირუსი დაუდგინდება, არ არის გამორიცხული, რეგიონში მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. ჯერჯერობით სპორტსმენის კონტაქტებისთვის განმეორებითი ტესტები არ აუღიათ.

via GIPHY

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტებს სიმპტომების გამოვლენამდე განმეორებითი ტესტი არ ჩაუტარდებათ და ისინი 2-კვირიან კარანტინს გაივლიან. რაც შეეხება 38 წლის ქალს, რომლიც, ასევე, სპორტსმენის კონტაქტია, ის  ფოთის ცხელების ცენტრში, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წალენჯიხიდან შეიყვანეს, პირველადი ტესტით კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

წირვა პატრიარქის გარეშე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი ატარებს. უცნობია, რატომ არ იმყოფება თავად ილია მეორე სამებაში. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კვირას განაცხადა, რომ ხარების სადღესასწაულო წირვას პატრიარქი ჩაატარებდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მრევლს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიებში, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მღვდელმთავრები. პაატა იმნაძის თქმით, ეკლესიები ვერ დაიკეტება, თუმცა იქ მოსახლეობისთვის მღვდლები ილოცებენ, ხოლო საზოგადოებამ ჯობია სახლიდან ილოცოს.

 

შეჩერებული ტენდერი

თბილისი მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დროებით შეაჩერა. კახა კალაძის თქმით, COVID-19-თან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებებია, ამიტომ მერიას დაგეგმილ პროექტებზე უარის თქმა უწევს.

via GIPHY

300 მიკროავტობუსის შესაძენად დედაქალაქის მერიამ ტენდერი 13 მარტს გამოცხადდა და პროექტისთვის 29 მილიონი ლარი გამოყო. ერთი მიკროავტობუსის სავარაუდო ღირებულება 96,666 ლარია.



COVID-19 და მსოფლიო


მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 340 000-ს გადააჭარბა, საიდანაც დაღუპულია 74 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284 000-ზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულთა თითქმის 47 000 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში COVID 19-ს 1255 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ 10 800-ს  გადააჭარბა. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 367 000 ადამიანია დაინფიცირებული.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 636 ადამიანი დაიღუპა. ამის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება, გუშინ მხოლოდ 3599 ადამიანს დაუდასტურდა COVID19.


via GIPHY


რთული ვითარებაა, ასევე, საფრანგეთში, სადაც, ბოლო მონაცემებით, ვირუსმა მთლიანობაში 8900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 833 ბოლო 24 საათში დაიღუპა.

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს ესპანეთშიც. მხოლოდ გუშინ ინფექცია 5029 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ჯამში 136 000-ს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერ ათეულში რჩება მეზობელი თურქეთი, სადაც უკვე 21 000-მდე ადამიანი დაინფციირდა. აქ დაღუპულთა საერთო რიცხვი 649-ა, რომელთაგანაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 75 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ბორის ჯონსონის მდგომარეობა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. BBC-ის ცნობით, ჰოსპიტალიაცია საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მას ინფექციის სიმპტომები გაურთულდა. ოფიციალური ცნობებით, პრემიერი ამ დროისთვის გონზეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი ჯერ არ სჭირდება. ჯონსონს ვირუსი 12 დღის წინ დაუდასტურდა და მას შემდეგ გამოხატული სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს.

ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის თანამდებობა 2019 წლის 24 ივლისს დაიკავა. იგი კონსერვატიული პარტიის ლიდერია. ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდგომ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფელბას ბრძოლის განსხვავებული ტაქტიკა ჰქონდა. პრემიერი უშვებდა მოსახლეობაში ინფექციის გავრცელებას, რათა მოქალაქეებს ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი გამოემუშავებინათ. საწყის ეტაპზე ქვეყანაში არ დახურულა სკოლები და თავშეყრის ადგილები. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება 20 მარტს შეცვალა - ჯონსონმა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაზე უარი თქვა და ბრიტანეთში სკოლები დაიხურა.


საგანგებო მდგომარეობა იაპონიაში

დღეიდან იაპონიაში საგანგებო მდგომარება გამოცხადდა. სპეციალური რეჟიმი ქვეყანაში 30 დღე იმოქმედებს. მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა გააკეთა და ეკონომიკური სტიმულირების გეგმაც წარადგინა. განსაკუთრებული შეზღუდვები ტოკიოსა და 6 სხვა რეგიონში იმოქმედებს.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონიას ვირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 4 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 92 ადამიანი.


close დახურვა