logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 08.04.2020

08 აპრ 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 1666
wnsr3d0miuzzom5.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 8 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.



COVID-19 და საქართველო

208 ინფიცირებული, მათგან 46 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.


via GIPHY


სპეციალისტები კვირის ბოლომდე  კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის 400-მდე გაზრდას ვარაუდობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარე თვეში ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდება და ეს მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.  

 

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა ე.წ. განკარგულებას, მდინარე ფსოუზე მდებარე გამშვებ პუნქტზე მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. დღეიდან 20 აპრილამდე რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილია. ე.წ. საზღვარზე გადაადგილების უფლება მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე ფედერალური სამსახურის თანამშრომლებსა და სატვირთოს მძღოლებს აქვთ. 


via GIPHY


დე ფაქტო რეჟიმმა მდინარე ფსოუზე მიმოსვლის აკრძალვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაგრაში პირველ პაციენტს კოვიდ 19 დაუდგინდა. ის გუშინ გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანეს. 

 

ნატოს ხომალდები ფოთის პორტში

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს მუდმივმოქმედმა მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

წვრთნების მიზანი ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის გემებს შორის ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებაა. ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. 

COVID-19 და მსოფლიო

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 431 000-ს გადააჭარბა, საიდანაც დაღუპულია 82 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 302 000-ზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 5%-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

რა ხდება ამერიკაში?

აშშ პანდემიის ეპიცენტრადააა ქცეული. აქ ბოლო 1 დღეში კორონავირუსით 1,970 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ბოლო 24-საათში კოვიდ 19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამშაბათს მხოლოდ ნიუ-იორკში პანდემიით 806 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ყველაზე მეტად შტატებში დაინფიცირებულია 4 შტატი: ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი.


via GIPHY


შტატების მთავრობა თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ საშუალო გათვლებით პანდემიას 240 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა, თუმცა მათი თქმით, პროგნოზები ახლა უკეთესია. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ 19-ს ჯამში 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა.


რა ხდება ევროპაში?

რთული ვითარებაა საფრანგეთში, სადაც, ბოლო მონაცემებით, ვირუსმა მთლიანობაში უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 1 417 ბოლო 24 საათში დაიღუპა.

via GIPHY

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს იტალიაში. გუშინ ინფექცია მხოლოდ 3039 ადამიანს დაუდასტურდა და ამაზე მეტი გამოჯანმრთელდა. 

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ ამჯერად მზარდი იყო ესპანეთშიც. ბოლო 24 საათში ინფექცია დაუდასტურდა 5 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 704-ით გაიზარდა და ჯამში 14 ათასს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა გერმანიაშიც. ქვეყანა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით ლიდერ ხუთეულშია. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქ გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით მცირეა. ჯამში ახალი კორონავირუსის მხოლოდ 2 016 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.


რა ხდება აზიაში?

ჩინეთში, ქვეყანაში რომელშიც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ბოლო 24 საათში ინფექციით მხოლოდ 2 ადამიანი გარდაიცვალა, წინა დღეს კი არცერთი. ქვეყანას ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე ათეული ინფიცირებული ყავს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, იქ შიდა გადადების შემთხვევები თითქმის აღარ ვლინდება და ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები დასტურდება. კარანტინი უკვე მოიხსნა უჰანის პროვინციაში. 

via GIPHY

რა ხდება აფრიკაში?

აფრიკის კონტინენტის არცერთ ქვეყანაში ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2 000-საც არ შეადგენს. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული გამოვლენილი ჰყავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. იქ კორონავირუსის 1789 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგანაც 95 უკვე განკურნებით, ხოლო 13 ლეტალურად დასრულდა.

სარ-ის გარდა 1000-ზე მეტი ინფიცირებული აფრიკაში მხოლოდ სამ ქვეყანაშია გამოვლენილი:

  • ალჟირი - 1468 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 193 გარდაცვლილი, 113 განკურნებული

  • ეგვიპტე - 1450 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 94 გარდაცვლილი, 276 განკურნებული

  • მაროკო - 1184 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 90 გარდაცვლილი, 93 განკურნებული

 

რა ხდება ავსტრალიაში?

ახალი კორონავირუსის შემთხვევა ავსტრალიაში პირველად 25 იანვარს გამოვლინდა. მას შემდეგ 2 თვეზე მეტია გასული და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა მხოლოდ 6 010-ს მიაღწია. ამ ქვეყნის მედიკოსებმა შეძლეს და უკვე გამოაჯანმრთელეს 2 547 ადამიანი. ავსტრალიაში COVID-19-ით გამოწვეული მხოლოდ 50 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად. 

 

ქვეყნები, სადაც COVID19 ყველაზე ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა


  • ტიმორი-ლესტეს კუნძული - 2 დადასტურებული შემთხვევა

  • სამხრეთ სუდანი - 2 დადასტურებული შემთხვევა

  • პაპუა ახალი გვინეა - 2 დადასტურებული შემთხვევა

  • ბურუნდი - 3 დადასტურებული შემთხვევა

  • დასავლეთ საჰარა - 4 დადასტურებული შემთხვევა

 

via GIPHY

ქვეყნები, სადაც COVID19 საერთოდ არ გამოვლენილა

არსებობენ ქვეყნები სადაც მსოფლიოს პრობლემას, ახალ კორონავირუსს ჯერ არ შეუღწევია. COVID19-ის გამოვლენილი შემთხვევები არ დაუდასტურებია შემდეგ ქვეყნებს:

  • ბოტსვანა

  • იემენი

  • ლესოთო

  • თურქმენეთი

  • ტაჯიკეთი

 


close დახურვა