logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე - 2 ივლისი

02 ივლ 202009:14
3 წუთის საკითხავი
clock 1643
7n1y5wnzykf78c5.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 2 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


დრო მიდის, პუტინი რჩება

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, საარჩევნო კომისიამ ხმების 99,9% დათვალა, საიდანაც 77,93%-მა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა, წინააღმდეგი კი 21,26% აღმოჩნდააღნიშნული ცვლილებები ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.


ჩაერევა თუ არა
რუსეთი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

„მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა, დიდი ალბათობით, რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩის კელი დეგნანისა და ევროპარლამენტის წევრის ვიოლა კრამონის განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს საქარველოსა და რუსეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ეს გამოწვევაა, რადგან საქართველოში ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები მოქმედებენ. 

 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. დღეს, 15:00 საათზე, სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას გამოიკვლევს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია და დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

 

მეცნიერებმა აქამდე უხილავი ტიპის ობიექტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აქამდე უხილავი ისეთი ტიპის ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე თითქმის 40-ჯერ განიერია და ჩვენგან 730 სინათლის წლით არის დაშორებული. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ობიექტი შესაძლოა მზის სისტემის, ე.წ. გაზის გიგანტების სახელით ცნობილი ერთ-ერთი პლანეტის ბირთვის ნაშთი ან სულაც გიგანტური პლანეტა იყოს, რომლის ზრდაც შეჩერდა.

გიგანტურ პლანეტებს, როგორებიცაა იუპიტერი და სატურნი, წყალბადისა და ჰელიუმის გაზების სქელი გარსის ქვეშ მასიური მკვრივი ბირთვი აქვთ, რომელიც ასევე აქვს დედამიწის ტიპის პლანეტას, თუმცა აქამდე არავის ჰქონია შესაძლებლობა ენახა, როგორია ეს მკვრივი ბირთვი. ნეპტუნის ზომის ეგზოპლანეტა მზის მაგვარ შორეულ ვარსკვლავს წრეს ყოველ 18 საათში ერთხელ არტამს. დიდი, მკვრივი და თავის ვარსკვლავს მჭიდროდ შემოკრული ობიექტის მსგავსი ასტრონომები, არც მზის სისტემაში და არც მისგან მოშორებით აქამდე არ უნახავთ.

 

სექსუალური შევიწროება ექიმის მხრიდან

ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების 3 სხვადასხვა ფაქტი გამოვლინდა, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს. ომბუდსმენის ეს დასკვნა დაზარალებულისა და მოძალადის ჩვენებებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებსაც  ეყრდნობა. ნინო ლომჯარიამ სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსა  და ჯანდაცვის სამინისტროს სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

 


close დახურვა