logo
ENG



ამბები, რომლებიც 25 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

25 სექ 202008:17
3 წუთის საკითხავი
clock 1050
ecqv8sv76xx0oeg.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 25 სექტემბერს უნდა იცოდეთ


ინციდენტი გლდანის ციხეში

შესაძლო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობის ფაქტზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გლდანის ციხეში. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები გლდანის ნომერ მერვე დაწესებულების რამდენიმე პატიმარს გაესაუბრნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შესაბამისი ინფორმაცია უკვე გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

 

დღეს პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ციხის უფროსის, ნოდარ ქინქლაძის დაისჯაა. ისინი ასევე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებასაც მოითხოვენ.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 32.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 23.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 987 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 63 300-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

 შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი

შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო პროცესიც გაიმართება. ბრალდებულების ადვოკატები ფიქრობენ რომ პროკურატურა მოწმის სახით დარჩენილ მოწმეებს გურამ ამირხანაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს წარადგენენ.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სიცრუეში საქმის ახალი ფიგურანტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი ადანაშაულებს. 

მიხეილ რამიშვილის უფლებადამცველი ლია მუხაშავრიას თქმით გამოძიების მხრიდან ამგვარი ნაბიჯი უსუსურებაზე და რამიშვილის საქმიდან ჩამოშორებაზე მეტყველებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ რამიშვილის საქმიდან ჩამოშორების შემთხვევაში, საქმეში ადვოკატთა კორპუსი ჩაერევა. საქმე ეხება ჩვენებას, რომელიც მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილისა და სუს-ის თანამშრომლობას ადასტურებს. საქმის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენების შინაარსის გასაჯაროების შემდეგ მას საგამოძიებო უწყებიდან დაემუქრნენ.

 

ექიმების პროტესტი ქუთაისში

ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინკილად გადაკეთებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ. 

 თანამშრომლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ადმინისტრაციას თხოვენ გამოუყონ ფართი, სადაც პაციენტების მიღებას შეძლებენ. ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს ჩაატარებენ. სამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.

 

შეზღუდვები აჭარაში დღიდან ამოქმედდება

დღეიდან აჭარაში ღამის 10 საათიდან დაიკეტება ყველა რესტორანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მოძრაობას შეწყვეტს. რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც დღეს ამოქმედდება, ჯანდაცვის ექსპერტები აფასებენ. მათი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული აკრძალვები არაადეკვატურია. 

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვები აჭარის მოსახლეობის პრობლემებს უფრო გაუარესებას და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

 

სოფი ლორენი კინოეკრანს უბრუნდება

ცნობილი იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი 86 წლის ასაკში, კინოეკრანებს უბრუნდება. 11-წლიანი პაუზის შემდეგ, მას ნეტფლიქსის ახალ ფილმში ვიხილავთ. 

“ცხოვრება წინაა“ ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ გარის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს. ფილმში სოფი ლორენი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ქალის, მადამ როზას როლს ასრულებს. მთავარი სიუჟეტი როზასა და 12 წლის სენეგალელი ბიჭის, მომოს ირგვლივ ვითარდება. ფილმის რეჟისორი კი თავად ლორენის შვილი, ედუარდო პონტია.


close დახურვა