logo
ENG



ამბები, რომლებიც 27 ივნისს უნდა იცოდე

27 ივნ 202008:53
3 წუთის საკითხავი
clock 2830
2ik8uif85b9f5jl.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 27 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

მიწისძვრა საქართველოში

დღეს დილით, გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი თბილისიდან 54 კილომეტრში, დმანისთან ახლოს, სოფელ სოფელ მამიშლარში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. 

ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

კიბერშეტევა საქართველოს უნივერსიტეტზე

გვიან ღამით კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გერდზე. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია ძირითადი გვერდები, ხოლო დანარჩენები გათიშული.

„გვსურს ვაცნობოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ ამ წუთებში ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე და ვაცნობებთ სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის,” - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში

27 ივნ 202001:17

გარდა ამისა, გუშინვე გავრცელდა Youtube გვერდზე საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას „სხვისი უბედურების“ ხარჯზე ცდილობს.

 

შესწორება აშშ-ის თავდაცვის აქტში

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ინიცირება მოახდინა.

შესწორებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებს.

აშშ-ის თავდაცვის აქტში შესწორებები „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობას დააბრალა. ევროპული საქართველოს კი ლიდერმა „ეს კომპლიმენტი ვერ დაიბრალა“ და აღნიშნა, რომ მსგავსი გავლენა არ აქვს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

919 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 780გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 207 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2687 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 496 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 600-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მორიგი ანტირეკორდი დამყარდა

გასული 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსი 47 341 პაციენტს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან 1 დღეში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა. გუშინ აქ ვირუსით 663 ადამიანი დაიღუპა, რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 128 ათასს მიუახლოვდა. აშშ-ში ვირუსი ჯამში უკვე დადასტურებული აქვს 2,5 მილიონზე მეტ ადამიანს, მათგან განკურნებული კი 1 მილიონზე მეტია.


close დახურვა