logo
ENG



ამბები, რომლებიც 27 სექტემბერს უნდა იცოდე

27 სექ 202010:38
3 წუთის საკითხავი
clock 562
dhjzv8kwtfyvkvr.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 27 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

27 წელი სოხუმის დაცემიდან

 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1992 წლის 23 ივლისს დაიწყო, როდესაც აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა, ე.წ. ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს.

1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა სოხუმის შტურმი დაიწყეს. მათ ზურგს რუსული ავიაცია უმაგრებდა. საომარ მოქმედებებს 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა.

ამ კონფლიქტს 8 ათასზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა 250 ათასზე მეტი მოქალაქე კი დევნილად იქცა.

 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 294 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 781. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 32.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 24 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 993 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 63 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

სან სებასტიანის კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

 

"სან სებასტიანის" კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

ინფორმაციას მსახიობი პირად Facebook-ზე ავრცელებს.

ქართველმა არტისტებმა ფილმ "დასაწყისისთვის" საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისორის (დეა კულუმბეგაშვილი) და საუკეთესო ფილმის კატეგორიებშიც გაიმარჯვეს.

„ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ", - წერს სუხიტაშვილი Facebook-ზე

 


close დახურვა