logo
ENG



ამბები, რომლებიც 28 ივნისს უნდა იცოდე

28 ივნ 202010:26
3 წუთის საკითხავი
clock 968
9b6d7bfvadhup4g.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 28 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს


მცხეთის რაიონული სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

შეგახსენებთ, გუშინ უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

 

კალიფორნიაში Walmart-ის საწყობში სროლის დროს, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა და  4 დაშავდა


სროლა ქალაქ რედ ბლაფში მოხდა. როგორც ქალაქის სამმართველოს წარმომადგენელი ამბობს, მანქანა სადისტრიბუციო ცენტრში შევარდა, და ცეცხლი გახსნა. მისი თქმით, სროლა არც თუ ისე ძლიერი იყო.

ორი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი სტაბილურ მდგომარეობაშია. სადისსტრიბუციო ცენტრის მენეჯერი ვერ საუბრობს დაშავებულთა დაზიანებებისა და საავადმყოფოში გადაყვანილების ასაკზე.

 

კალიების შემოსევა ინდოეთში


ინდოეთის დედაქალაქ დელი რაიონები საგანგებო მზადყოფნაშია, მას შემდეგ, რაც გარეუბნებს კალიები შემოესია.

კორესპონდენტების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გარეუბან ქალაქ გურგაონს კალიები შემოესია. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ დაფრინავს ათობით ათასი მწერი ქალაქის თავზე.

 

ეს კალიების ყველაზე დიდი შემოსევაა, რაც კი ინდოეთს ათწლეულების განმავლობაში უნახავს. აფრიკიდან გავრცელებულმა კალიებმა რამდენიმე სახელმწიფოში მოსავალი გაანადგურეს.

 

Rolling Stones დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ მათი სიმღერები არ გამოიყენოს


როკ-ჯგუფი Rolling Stones აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ იურიდიული ქმედებებს წამოიწყებს, თუ მათი მუსიკის გამოყენებას არ შეწყვეტს  საარჩევნო კამპანიის დროს.

View this post on Instagram

როკ-ჯგუფი Rolling Stones აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ იურიდიული ქმედებებს წამოიწყებს, თუ მათი მუსიკის გამოყენებას არ შეწყვეტს საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის კამპანიაზე სიმღერა You Can’t Always Get What You Want გამოიყენეს. 2016 წლის აშშ-ის არჩევნების დროსაც ამავე სიმღერას იყენებდნენ, როცა ჯგუფმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ „The Rolling Stones დონალდ ტრამპს არ დაუჭერს მხარს.”

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

ტრამპის კამპანიაზე ქალაქ ტულსაში სიმღერა You Can't Always Get What You Want გამოიყენეს გასულ კვირას. 2016 წლის აშშ-ის არჩევნების დროსაც ამავე სიმღერას იყენებდნენ. ჯგუფმა კი საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ „The Rolling Stones დონალდ ტრამპს არ დაუჭერს მხარს”.


„მე მიყვარს ნიუ-იორკის” დიზაინის შემქმნელი გარდაიცვალა


მილტონ გლეიზერი, გავლენიანი ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც „მე მიყვარს ნიუ-იორკის" ლოგო შექმნა, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცოლის თქმით, დიზაინერი ინსულტით გარდაიცვალა.

View this post on Instagram

1977 წლის ტურისტული კამპანიისთვის დამზადებულმა ლოგომ სწრაფად მოიპოვა აღიარება მთელს მსოფლიოში და მოიხსენიება, როგორც ყველაზე ხშირად მიბაძული ლოგო ისტორიაში გლეიზერი ჟურნალ New York-ის თანადამფუძნებელიც იყო. 2009 წელს მას ხელოვნების ეროვნული მედალი მიენიჭა. მისი ცოლის თქმით, დიზაინერი ინსულტით გარდაიცვალა

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

1977 წლის ტურისტული კამპანიისთვის დამზადებულმა ლოგომ სწრაფად მოიპოვა აღიარება მთელს მსოფლიოში და მოიხსენიება, როგორც ყველაზე ხშირად მიბაძული ლოგო ისტორიაში. ასევე მისი შექმნილია ბობ დილანის ცნობილი პლაკატი ფსიქოდელიური თმით.

გლეიზერი ჟურნალ New York-ის თანადამფუძნებელიც იყო. 2009 წელს მას ხელოვნების ეროვნული მედალი მიენიჭა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


საქართველოში COVID-19-ით კიდევე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

924 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 785 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 236 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2668 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 501 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა