logo
ENG



ამბები, რომლებიც 28 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

28 სექ 202008:10
3 წუთის საკითხავი
clock 771
qfh01vq4sbd3ulh.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 28 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

მოვლენები ყარაბაღში და საქართველო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეზობელმა ორმა ქვეყანამ საბრძოლო მდგომარეობა გამოაცხადა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ფაქტს კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, „ახალი საქართველოს“ წევრი თეონა აქუბარდია და ლელო-საქართველოსთვის წევრი, გიორგი კანაშვილი ეხმიანებიან. მათი თქმით, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაუყოვნებლივ შეიკრიბოს და განიხილოს სხვადასხვა სცენარი, თუ როგორ განვითარდება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომი. თეონა აქუბარდიას თქმით, თუკი ომში რუსეთი და თურქეთიც ჩაებმება, საქართველო მკვეთრად დაზარალდება, რისთვისაც ხელისუფლება მზად არ იქნება.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5654 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 33.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 24.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 65 100-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

დაპირისპირება ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, ისინი სოფელ ნახიდირში ჩაიხანაში ჩაის სვამდნენ, როცა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა დაჯგუფებასთან ერთად, მათ თავს დაესხა. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ. ოქრიაშვილი ამბობს, რომ მეშველიანის ძმა ჰაერში უმისამართოდ ისროდა.

 

თავდასხმა ნიკა მელიაზე

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის რიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრი გლდანულას ერთ-ერთ სკვერში მოქალაქეებს ხვდებოდა, კორპუსებიდან ქვები და კვერცხები დაუშინეს.

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ამგვარი ქმედებები იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან აუცილებლად წააგებს. მან ყურადღება ძალადობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებებით გლდანში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი ვერ გაიმარჯვებს.

 

შაქარაშვილის საქმის სასამართლო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, ტოიოტა ქამრის ავტომობილში მყოფი 5 პირის, აქედან 2 არასრულწლოვნის, სასამართლო პროცესი გაიმართება. ასევე დღეს გახდება ცნობილი, განიხილავენ  თუ არა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს ნაფიც მსაჯულები. 

ჯერჯერობით ისევ უცნობია, შეთანხმდნენ თუ არა ბრალდებულები ნაფიც მსაჯულების საკითხზე. ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა, ისინი დევნის შეწყვეტის საკითხს დააყენებენ. 


close დახურვა