logo
ENG



ამბები, რომლებიც 9 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

09 აგვ 202010:35
3 წუთის საკითხავი
clock 986
6cm3ktj84yo12xn.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 9 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

 

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა. საქართველოდან მისი Facebook-გვერდის მოძებნა ვერ ხერხდება.

სავარაუდოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია გახდა. 

ტელეკომპანია „ფორმულამ" დიმიტრი მედვედევის Facebook გვერდის მოძებნა საფრანგეთიდან სცადა, საიდანაც Facebook გვერდი იძებნება.

 

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები” იპოვეს

 

ავიაკატასტროფის ადგილიდან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთები” ამოიღეს. „შავ ყუთებში” შენახული ინფორმაცია ექსპერტებს დაეხმარება, რომ უკეთ გაიგონ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ბოინგ 737-ის დასაფრენი ბილიკიდან გადასვლა და შუაზე გახლეჩვა.

ინდოეთში, კერალას შტატში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. თვითმფრინავი დუბაიდან მოფრინავდა. კალიკუტის აეროპორტში დაფრენისას ბილიკიდან გადავიდა და შუაზე გაიხლიჩა. ბორტზე ინდოელი მგზავრები იმყოფებოდნენ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში მანამდე ვერ ბრუნდებოდნენ.

თვითმფრინავში სულ 186 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ჩვილი და ბორტის 6 წევრი. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 19:40 საათზე, დაფრენის მეორე მცდელობისას გაიხლიჩა.

 

დაპირისპირება ახალქალაქში

 

ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. Jnews-ის ცნობით, ახალგაზრდების ჯგუფი სასტუმროს მინებს ამსხვრევდა, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. „ფორმულას” ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა, მას 2 თვის ორსული მეუღლე დარჩა.

ადგილობრივების თქმით, 2 პიროვნებას შორის დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს დააზიანეს 2 ავტომანქანა და რამდენიმე სახლი დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

შსს: ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1225 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1000 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 282 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7166 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 19.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 12.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 729 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა