logo

ანაკლიის პორტი რომ ფუნქციონირებდეს, ამით საქართველო რეგიონში თამაშის წესებს შეცვლიდა - ჰოჯესი

clock 0 clock 174 clock 14 თებ 202020:43

საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარების არამედ საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის კუთხით - ასეთ შეფასებებს აკეთებენფორმულასთანმიუნხენის კონფერენციის მონაწილე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები. მათივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ყურადღების გამახვილება, როგორიც ანაკლიის პორტია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სერიოზულად უდგება ევროპული ინტეგრაციის საკითხს, რადგან რეგიონში ვითარება გაუარესებულია და რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.

„საქართველომ უნდა გადაწყვიტოს სერიოზულად უდგება თუ არა ევროპულ მომავალს. ცუდი ამბავი ისაა, რომ ვითარება მის ირგვლივ გაუარესებულია, ვიდრე იყო 20 წლის წინ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ კვლავ თავისუფალი ქვეყანაა. თქვენ არჩევანის წინაშე ხართ. რუსეთი აგრესიულია და აქვს ზეწოლის ბერკეტები. მაგრამ საქართველო კვლავ სუვერენულია. ამერიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება ხელისუფლებაში. მთავარია დემოკრატიული ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ქართული პოლიტიკა არ იყოს პერსონალიების პოლიტიკა. თუ არჩევნები წარმატებული იქნება, ავტომატურად არ იქნება იმის ნიშანი, რომ ევროპის წევრები გახდებით, თუ არ იქნება წარმატებული,  შეიძლება კარი არ დაიხუროს, მაგრამ შესვლა უფრო გაგირთულდებათ", - ამბობს ფრიდი.

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მისივე განმარტებით, ამ პორტით საქართველო რეგიონში თამაშის წესებს შეცვლიდა.

„შავი ზღვა არამხოლოდ  რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანია. აქ ჩვენ გვჭირდება კონკურენცია რუსეთთან, რადგან მას სურს ხელში აიღოს ყველაფერზე კონტროლი და ამისთვის გამუდმებით არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ანაკლიის პორტი რომ ფუნქციონირებდეს, ყველა დაინტერესდებოდა საქართველოს უსაფრთხოებით. ამით საქართველო რეგიონში თამაშის წესებს შეცვლიდა. ვიმედოვნებ საქართველო გააგრძელებს პროგრესს დასავლური დემოკრატიისკენ. ბუნებრივად მისი ურთიერთობა დასავლეთთან უნდა იყოს. საქართველო ახლა უკვე უნდა იყოს კიდევ ნატოს წევრი და მიზეზი ისაა, საკმარისად ბევრი არ არის დაინტერესებული თქვენი ქვეყნით. ანაკლიის პორტი ეკონომიკური თვალსაზრისით იმდენად დიდ მნიშვნელობას სძენს საქართველოს, რომ შავი ზღვის რეგიონში ვითარება მთლიანად იცლება. თავად სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაუჭირა მხარი თავის დროზე ანაკლიის პორტის იდეას", - აცხადებს ჰოჯესი.   

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა