logo
ENG



არა ჩაბეტონებას, მე ვირჩევ ხეს - ბათუმში რივიერას მშენებლობას აპროტესტებენ

30 მაი 202020:28
3 წუთის საკითხავი
clock 463

„ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს", „არა ჩაბეტონებას", „ნუ მპარავ მზეს", „ მე ვირჩევ ხეს" – ამ სლოგანებით არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო ბათუმში მშენებლობების წინააღმდეგ. 

„რივიერა“ სასტუმროთა კომპლექსია, რომელიც ბათუმის  კონცხზე შენდება.  მშენებლობას „სილქროუდ გრუპი“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად აწარმოებს.

ყველაზე მაღალი შენობა 42-სართულიანი იქნება და  არსებობს საფრთხე იმისა, რომ ბუნებრივი ძეგლი - კონცხი -  ჩამოიშალოს. არსებობს გაეროს მიერ  დაფინანსებული და მომზადებული გეოლოგიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირომ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს. 

ბათუმელების პროტესტის ფონზე მშენებლობები გრძელდება. მეტიც, მთავრობა ამით თავს იწონებს. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მთავრობამ ფოტო წარწერით - „შენება უნდა გაგრძელდეს“ გამოაქვეყნა, რომელშიც 2012 წლის ბათუმი 2020 წლის ქალაქთანაა შედარებული. ხედი მომავალ წლებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაიტვირთება - ბათუმში ათობით ახალი, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი.


close დახურვა