logo
ENG



არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე დაღუპულებს შორის 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

23 აგვ 202023:55
3 წუთის საკითხავი
clock 1923
gv2ih76oizsgyan.jpg

შატილისკენ მიმავალი გზა, სადაც რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გადაკეტილია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები და სამართალდამცველები მუშაობენ. სამაშველო სამუშაოების პარალელურად, გარდაცვლილთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 17 გარდაცვლილიდან ერთი კანადის მოქალაქეა.

რაც შეეხება დაშავებულებს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამი პირი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსსიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი, მძიმედ დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა