logo
ENG



არქეოლოგიური ობიექტების გამო, წალკაში გაზსადენის მშენებლობა დროებით შეჩერდება

15 აგვ 202016:20
3 წუთის საკითხავი
clock 595
l8qy1u56xvly4k5.jpg

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში წალკა-მანგლისის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროცესი, მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების გამო, დროებით შეჩერდება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან სანებართვო პირობების შეთანხმებას, რაც არქეოლოგიური კვლევის ანგარიშზე იქნება დაფუძნებული.

"გაზსადენის საპროექტო მარშრუტზე კულტურული ფენების შესწავლას გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთის საფუძველზე კვალიფიციური ჯგუფი განახორციელებს, რითაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები სრულად გამოირიცხება. ამავდროულად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიას გაზსადენის მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპზე ვალდებულების სახით განესაზღვრება არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა. სამშენებლო პროცესისას გამოვლენილი ყორღანები და სამარხები შესწავლის შემდგომ გაიწმინდება. კულტურული ფასეულობის მქონე მასალისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კი ობიექტები სამუზეუმო ფონდსაცავებში განთავსდება.

არსებული პროექტით გაზსადენის მშენებლობის პროცესმა, არქეოლოგიური ობიექტები საფრთხის წინაშე დააყენა, რამაც სამშენებლო მარშრუტის შესწავლა და არქეოლოგიურ მეთვალყურეობა აუცილებელი გახადა", - წერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა