logo

ასიგნებების კომიტეტმა აშშ-ში მხარი დაუჭირა კანონპროექტს, სადაც საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერებაზეა საუბარი 

clock 0 clock 1151 clock 09 ივლ 202021:49
idek95fb0yllh6f.jpg

წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტის ნაწილია საქართველოსთვის დაფინანსების 15% შეჩერება, თუ ის გაწერილ პირობებს არ დააკმაყოფილებს. 

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოს გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს უჩერებს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.

6 ივლისს კი დარეგისტრირდა ცვლილებები ორ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. 

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს ნაბიჯებს, რათა:

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;
2.  ებრძოლოს კორუფციას;
3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
განმარტებაში, რომელიც კომიტეტის დოკუმენტს 9 ივლისს დაერთო, დახმარების სრულად მიღების წინაპირობები უფრო ვრცლადაა გაწერილი, მათ შორის დასახელებულია ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა. განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დაფინანსების 15%-ის მიღება დამოკიდებულია სახელმწიფო მდივნის მიერ წარდგენილ ანგარიშზე. სწორედ ის განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, კერძოდ:

ეფექტურად ნერგავს საარჩევნო რეფორმას;

პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ორგანოს ჩარევისაგან;

უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას;

იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;

ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონების მიღებაზე.

ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აშშ-ს დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერება ცრუ ინფორმაციაა და პოლიტიკური ოპონენტების "ქვეყნისთვის საზიანო ლობისტური საქმიანობის" შედეგია, რომელსაც, რეალურად, ძალა არ აქვს.

 


 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა