logo
ENG



ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთის კლდოვან ნაწილზე ხანძარია

16 სექ 202023:06
3 წუთის საკითხავი
clock 354
j8fey91hsgka7xc.jpg

ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთის კლდოვან ნაწილზე ხანძარია. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

"ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეცაღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 


close დახურვა