logo

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი კორონავირუსზე: ევროკავშირის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს

clock 25 მარ 202023:04

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ეთო ბუზიაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ კორონავირუსის დროს დეზინფორმაცია თავდაპირველად რუსეთიდან წამოვიდა.

ბუზიაშვილის თქმით, კრემლს სურს დასავლეთის ქვეყნების ერთიანობის შერყევა და ამისთვის საზოგადოებაში პანიკის დათესვა.

კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე უკვე ჩანდა დეზინფორმაციის ნიშნები. ეს მოდიოდა რუსეთიდან, ჩინეთი უფრო მერე ჩაერთო დეზინფორმაციის კამპანიაში. ძირითადი მესიჯი იყო, რომ ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომ ვიღაცების წინააღმდეგ გამოიყენონ.

ეს ყველაფერი ევროკავშირის ოფიციალურმა დოკუმენტებმა დაადასტურა. უახლესი დოკუმენტებია, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი მოეხდინა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაეთესა პანიკა და უნდობლობა ხალხში. საინფორმაციო კუთხით, კრემლის მიზანი არის საკმაოდ სტაბილური დასავლეთის ქვეყნების ერთიანობის შერყევა და კრემლის გავლენის გაზრდა. მიზნის მისაღწევად, კრემლის მიზანია ანტიდასავლური მესიჯები და მეორე და ყველაზე მთავარია საზოგადოებაში შიშის დათესვა. შიშის შეპყრობილი საზოგადოების გატეხვა ადვილია“, - აცხადებს ბუზიაშვილი.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა