logo
ENG



აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თურქეთი აია სოფიას "მიტაცების" გამო დაგმო

30 ივლ 202016:28
3 წუთის საკითხავი
clock 2349
6xuovie60hu6usw.jpg

 

23 ივლისს, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გლოვობდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ერთხმად მიიღეს შესწორება, რომლითაც კონგრესმა თურქეთი სიბრძნის ტაძრის მიტაცების გამო დაგმო. შესწორების ინიციატორი კონგრესმენი დინა ტიტუსია

კონგრესმენები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს „დაგმოს თურქეთი აია სოფიას სტატუსის ცვლილების შესახებ ფორმალური გადაწყვეტილების გამო, რომლითაც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი, რომელიც დიდ სულიერ მნიშვნელობას ატარებდა მრავალი რწმენისა და წარმომავლობის ადამიანისთვის, მუზეუმიდან მეჩეთად გადაკეთდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი თურქეთთან, რათა ძეგლს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს და ყველა რწმენის ადამიანს შეეძლოს მისი არქიტექტურითა და ოსტატური მშვენიერებით ტკბობა". 

წარმომადგენელთა პალატაში ხსენებული შესწორების განხილვის პარალელურად თეთრ სახლში მსოფლიო საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსი აშშ-ში, ელპიდეფოროსი, პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცე პრეზიდენტ პენსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მთავარეპისკოპოსმა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აია სოფიას მიტაცების გამო მისი და მსოფლიო პატრიარქის შეშფოთება გამოხატა. 

აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ 1934 წლის ხელშეკრულება თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 10 ივლისს გააუქმა.

24 ივლისს აია სოფიას აწ უკვე მეჩეთში პირველი მუსლიმური მსახურება ჩატარდა. მსახურების პარალელურად მსხვილმა მართლმადიდებელმა სამრევლოებმა გლოვის ნიშნად აია სოფიას დაუჯდომელი უგალობეს

 

 

 

 


close დახურვა