logo
ENG



აშშ-ში ჩინური აპლიკაციების, TikTok-ი და WeChat-ის გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს

19 სექ 202011:22
3 წუთის საკითხავი
clock 1045
qw6oyhti7270xjm.jpg

აშშ-ში მომდევნო კვირიდან ჩინური აპლიკაციების, TikTok–ის და WeChat–ის გადმოწერა/გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს.

ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც აშშ-ისა და ჩინეთის ტექნოლოგიური დაპირისპირებით არის გამოწვეული.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს აკრძალვა აუცილებელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, ამ აპლიკაციების აკრძალვით მოხდება ამერიკელი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის გავრცელების პრევენცია და პროპაგანდის გავრცელების შეკავება.

თუმცა, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებამ გამოხატვის თავისუფლების დამცველების კრიტიკაა გამოიწვია. მათი თქმით, ცვლილებები კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეწინააღმდეგება. Tik-tok-ის და Wechat-ის აკრძალვა მათმა კონკურენტმა, Instagram-მაც კი გააკრიტიკა.

სოციალური ქსელები ჩინეთშია აკრძალული - იქ მცხოვრებლებს დასავლურ ინტერნეტ სერვისებთან  - ფეისბუქთან, გუგლთან, ტვიტერთან და სხვა აპლიკაცებთან წვდომა არ აქვთ.

ტიკ-ტოკის მომხმარებლების რიცხვი აშშ-ში ახლა 100 მილიონს აღწევს. WeChat-ს კი აშშ-ში 3,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს.


close დახურვა