logo
ENG



აჩი არველაძე: შოთას სწრაფმა ტესტმა კორონავირუსი დაუდასტურა, ელოდება PCR-ის პასუხს

23 სექ 202013:25
3 წუთის საკითხავი
clock 1775

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აჩი არველაძე ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მის ძმას, შოთა არველაძეს, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა და ახლა PCR ტესტის პასუხს ელოდება.

"სწრაფმა ტესტმა აჩვენა, რომ კორონა აქვს. უსიმპტომო იყო და მაინც განმეორებით გაიკეთა PCR ტესტი და ელოდება პასუხს. დღეს მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს ირანულ კლუბთან. გადაწყვეტილია, რომ თამაშში ვერ უხელმძღვანელებს გუნდს, რადგან იზოლაციაშია უკვე", - ამბობს აჩი არველაძე.

ინფორმაცია, რომ შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა, თავდაპირველად, უზბეკურმა მედიამ გაავრცელა.


close დახურვა