logo
ENG



აჭარის გარდა, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

24 სექ 202013:54
3 წუთის საკითხავი
clock 2519
აჭარის გარდა, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

აჭარის რეგიონის გარდა, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. 

"ყველგან სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა პირველი ოქტომბრიდან, I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.

ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ლი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში, იგულისხმება არამხოლოდ I-VI კლასის ჩათვლით, არამედ VII-XII კლასის კლასის ჩათვლით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

მისივე განმარტებით, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ჩამოთვლილ ქალაქებში გრძელდება სწავლა საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ საშუალება, რომ არჩევენი გააკეთონ და აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად გაგრძელდება სწავლა.


close დახურვა