logo
ENG



ახალქალაქში ამბობენ, რომ მკვლელობის საქმეზე არა ერთი, არამედ რამდენიმე პირია დაკავებული

13 აგვ 202017:17
3 წუთის საკითხავი
clock 726

სოფელ კულიკამის ერთ-ერთი მკვიდრი აცხადებს, რომ 27 წლის ვართიკ მირანიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არა ერთი, არამედ რამდენიმე პირია დაკავებული. მისი ინფორმაციით, სოფელი კულიკამიდან და კიდევ ერთი სოფლიდან აიყვანეს ადგილობრივები, რომლებიც 8 აგვისტოს ინციდენტში მონაწილეობდნენ. მირანიანს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. 

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირის დაკავება არ დაუდასტურეს. 

ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ ახალქალაქში დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ახალქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ცნობისთვის, დაკავებული პირი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მას ბრალდება ორი მუხლით აქვს წარდგენილი. კერძოდ: სისხკლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 236-ე მუხლით [იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება]. დაკავებული პირი განზრახ მკვლელობის ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობს.


close დახურვა