logo
ENG



ახალ კომპანიებს ხელისუფლება სესხის, 90%-ის გარანტიით მხარში დაუდგება - გახარია

04 ივნ 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 840
4gpm1r6dllmk7eq.png

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ახალი კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობას ახლა დაიწყებენ, სახელმწიფოსგან სესხის 90%-ის გარანტიას მიიღებენ.  

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცვლილებები კანონში შევა და აგრეთვე უკვე მომუშავე კომპანიებსაც შეეხება. 

"დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ მოღვაწეობას, მხარში დაუდგება სესხის, 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი არსებულ პროექტებზე, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის შესაძლებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა