logo
ENG



ახვლედიანი "დაპიპინების" აქციაზე: ივანიშვილიზმი სრულდება და ეს ამის ბოლო შეტყობინებაა

21 ოქტ 202014:08
3 წუთის საკითხავი
clock 643

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის, თქმით, დღევანდელი "დაპიპინების" აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ბოლო შეტყობინებაა, რომ მისი მმართველობა სრულდება. 

როგორც ახვლედიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა, ივანიშვილიზმის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. 

"ამით ჩვენ, არამხოლოდ ევროპული საქართველო, არამედ ათიათასობით ადამიანი, ასიათასობით მოქალაქე ვეუბნებით ივანიშვილს, რომ ივანიშვილიზმი სრულდება. ივანიშვილიზმის მზე, რომელიც ვერც ანათებდა, ვერც ათბობდა, ჩადის ისე, რომ მისი დაბრუნება, მისი ამოსვლა, საქართველოს ცაზე აღარ მოხდება.

ჩვენ დავუპიპინეთ და ვუთხარით, რომ სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა იქამდე, ვიდრე საქართველოში შეუქცევადად დაიწყება ძირეული, ფუნდამენტური რეფორმები დემოკრატიის, კეთილდღეობის სასარგებლოდ. ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მისი წესი - მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, მთავრდება. დღეები დარჩა და ეს დაპიპინება ამის ბოლო შეტყობინებაა", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური ბედი უკვე გადაწყვეტილია.

ევროპული საქართველო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციას "დაუპიპინე ბიძინას" მართავს. აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდება. 


close დახურვა