logo
ENG



ბათუმი, თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი - როგორ ნაწილდება COVID-19-ის 165 ახალი შემთხვევა

14 სექ 202011:09
3 წუთის საკითხავი
clock 642

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 165 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარაში დაფიქსირდა.

ეზუგბაიას თქმით, ყველაზე საყურადღებო მდგომარეობა კვლავ ბათუმშია, სადაც ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

"ქვეყანაში გუშინ გახლდათ 2 227 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 165 და გვყავს 2 392. 165 შემთხვევა ქვეყნის ქალაქების მიხედვით ასეთია: ბათუმი - 109, თბილისი - 17, ზუგდიდი - 9, გარდაბანი - 9, გორი - 6, გურჯაანი - 6, ოზურგეთი - 4, ქუთაისი - 4, მცხეთა - 1.

ყველაზე ბევრი, 109, შემთხვევა აჭარაშია. ბათუმი კვლავ რჩება ძირითად ნაწილად და საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიდის, ხდება ინფიცირებულების სწრაფი გამოვლენა და მათი მოვლა. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება აჭარა/ბათუმში დაავადების გავრცელების ლოკალიზება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა