logo
ENG



ბაღებში, შესაძლოა, ბავშვთა რაოდენობა შეიზღუდოს, კერძო სექტორი გაკოტრების საფრთხეზე საუბრობს

04 აგვ 202016:09
3 წუთის საკითხავი
clock 1747
2gq1fp62n4u6zmi.jpg

ახალი სასწავლო წლისთვის Ბაგა-ბაღებში, შესაძლოა, ბავშვთა რაოდენობა შეიზღუდოს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ბაღებში Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის პროტოკოლზე მუშაობს. Კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი, პავლე ქალიაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ საუბარია ჯგუფში 5კვ/მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებაზე, რაც მისი შეფასებით, ბიზნესისთვის "დამღუპველია".

Პავლე ქალიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიზნესის განახლებისთვის, იძულებითი განაცდურის სახით, საშემოსავლო გადასახადისა და საბანკო ვალდებულებების გადავადება სჭირდებათ.

"Ჩვენ გვაქვს 20 კვ/-დან 70 კვ/მ-მდე ფართები. Მათი მოთხოვნით [5კვ/მ-ში - ერთი ბავშვი], 20 კვ/მ-ში უნდა დავსვათ 4 ბავშვი და ერთი მასწავლებელი. Წარმოიდგინეთ, რამდენად ზარალის მომტანია ეს ბიზნესისთვის. Ჩვენ მოვითხოვეთ ერთ ბავშვზე 2 კვ/მ და მივიღეთ პასუხი, რომ შეუთანხმებენ ეპიდემიოლოგებს და ვნახავთო. ჭიანურდება, გვპირდებიან, რომ სექტემბერში გავიხსნებით, მაგრამ რეგულაციების შემუშავება ახლა იწყება. შემდეგ ეს რეგულაციები მთავრობასთან უნდა შეათანხმონ. ადამიანური რესურსი არ ეყოფათ, რომ მოასწრონ სექტემბრამდე. 

Მეორე საკითხი — 750 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის კომპენსირებას ვადა ოქტომბერში გასდის. Ჩვენ ვერცერთი თვე ვერ გამოვიყენეთ და ვითხოვდით, ბიზნესომბუდსმენს გაეწია შუამდლობლობა მთავრობასთან, რათა ეს პერიოდი გადანაწილებულიყო გახსნიდან შვიდი თვის ვადით. ამაზე თქვეს, გადავხედავთო. 

ძალიან ბევრ ბაღს აქვს იპოტეკური სესხი და ფიზიკურად ვეღარ იხდიან. ძალიან ბევრი ბაღია ისე, რომ ქონებას, ბაღის შენობებს კარგავენ. მინდოდა მთავრობას ეშუამდგომლა ბანკებთან, რომ შვიდი თვით გადაედოთ საბანკო ვალდებულებების გადახდა. Ზოგს ფინანსები არ ჰყოფნიდა და სახლები ჩადეს იპოთეკაში. ისინი ცუდ მდგომარეობაში არიან" - ჰყვება კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ბავშვების რაოდენობის გარდა, ინსპექციის მოთხოვნებია სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქონა ან კიდევ ერთი ნიჟარის დამატება, რაც, ასევე, ხარჯებს უკავშირდება.

Ახალ პროტოკოლზე საუბრისას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ მიმდინარეობს რეგულაციების დაზუსტება კერძო სექტორთან, გადაწყვეტილებებს კი უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

"რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება და ღიად ვისაუბრებთ პროტოკოლზე. Ზოგადი მოთხოვნები: დისტანცია, სადეზინფექციო სამუშაოები იქნება.

Სამუშაო ვერსია ამ მომენტისთვის არ არის ხელმისაწვდობი მედიისთვის. Გამორიცხვით არ გამოვრიცხავთ [ბავშვთა ნაკადის შემცირებას], რა რაოდენობით იქნება, ეს დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე და აღსრულებაზე", — თქვა ბექა ფერაძემ და დაამატა, რომ ეს იქნება, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ბაღების მიმართ წაყენებული მოთხოვნები.

უწყების ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოთხოვნები საერთო იქნება თუ არა კერძო და საჯარო ბაღებისთვის. Ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ  არ დასრულებულა და შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ფორმულას კითხვაზე, განიხილება თუ არა ერთი და იგივე მოთხოვნები კერძო და საჯარო ბაღებისთვის, უწყებასი თქვეს, რომ ამ თემაზე თავად ინსპექციამ უნდა ისაუბროს. 

ბაგა ბაღებში სასწალო-სააღმზრდელო პროცესი იანვრის ბოლოს შეწყდა. კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელის, პავლე ქალიაშვილის თქმით, ამ პერიოდში 60 ბაღი გაკოტრდა და 340-დან 280-მდე დარჩა. Მისი პროგნოზით, შეთავაზებული რეგულაციებით, მხოლოდ ერთეული კერძო ბაღები შეძლებენ ფუნქციონირებას.


close დახურვა