logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: თუ შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, ისეთებს დავატრიალებ, მტრისას

15 აგვ 202014:13
3 წუთის საკითხავი
clock 3850

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიზეზი უწყების მიმართ უნდობლობაა. ოჯახი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს და გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შსს-სთან აღარ მინდა ურთიერთობა და მინდა ყველაფერს თქვენთან გავეცნო-მეთქი. მე გუშინ გავაჟღერე, რომ მისი ნდობის ფაქტორი მაქვს. თავიდან შსს-ს იმედიც მქონდა და იმიტომ გავატანე კომპიუტერი. ასე რომ მცოდნოდა, რომ ასე შეეცდებოდნენ საქმის ჩაფარცხვას, ყველაფერის წაშლას, არ გავატანდი. ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა