logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: პატრიარქმა წესის აგებაზე კურთხევა მოგვცა და პანაშვიდიც გადაუხადეს

03 აგვ 202016:40
3 წუთის საკითხავი
clock 2263

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ისინი პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდნენ. 

როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრაზე მყოფ მეუფე შიოს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. 

თამაზაშვილის თქმით, საპატრიარქოში მიხვდნენ, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. 

"ჩვენ გვინდოდა თამუნასთვის წესის აგება და პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე. იქვე გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ იმ მკვლელებმა იმათ რა ელით. ჩემი თამუნას სული უკვე მშვიდად იქნება, რომ წესიც აეგება და ყველაფერი, რაც საჭიროა ისე გაკეთდება. მოვუყევით ყველაფერი, როგორც იყო და ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას არც კი მოიაზრებენ. იმისთვის ილოცონ, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდნენ ამისთვის", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 


close დახურვა