logo
ENG



ბაჩალიაშვილის მამა: შსს-ში შეხვედრის აზრი? ისევ თავის ზღაპრებს ჰყვებიან

04 აგვ 202013:14
3 წუთის საკითხავი
clock 532
xiuit147l81o6kh.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას გამოძიების მიმართ ნდობა არ აქვს და ამიტომ ითხოვს საქმეში ამერიკული მხარის ჩართულობას.

როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ „ფორმულასთან“ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს აზრი არ აქვს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის აზრი? წავალთ, ისევ თავის ზღაპრებს ჰყვებიან. ხვალ კომპიუტერი უნდა გაიხსნას, მანქანა... რატომ მოხდა ლადო ბაჭულაშვილის შვებულებაში გაშვება? რატომ გაიხსნა კომპიუტერი? (გზის) გადაკვეთიდან  უცბად გამოჩნდა მანქანა... იმედი აღარ მაქვს და იმიტომ ვითხოვ, რომ ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს საქმე. იმათ ვენდობი და ამათ არ ვენდობი, ესენი არიან მსახიობები“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახს საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ოჯახის თქმით, საელჩო მათ დახმარებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა