logo
ENG



ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი, სავარაუდოდ, აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს

13 აგვ 202021:41
3 წუთის საკითხავი
clock 1073
dvik192l75b0pxk.jpg

tribuna.com-ის ინფორმაციით, ბელარუსის ნაკრებისა და კლუბ ბატეს ფეხბურთელი ანტონ საროკა,სავარაუდოდ, აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს.

საროკა 3 დღის განმავლობაში იძებნებოდა, მას ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი ის 7 დღით დააკავეს. ინფორმაცია ბელარუსის სასამართლოების ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

ორი გარდაცვლილი და 6 700 დაპატიმრებული- ბელარუსში სახალხო პროტესტის მეხუთე დღეა. მინსკის ქუჩებში  სოლიდარობის აქციები იმართება. ხელისუფლების მიმართ კრიტიკოსთა რიცხვი კი მატულობს. პოსტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო არხების წამყვანები და ჟურნალისტები ტოვებენ.


close დახურვა