logo
ENG



ბენიძე: არაავთენტური ფეისბუკ გვერდები დისკრიმინაციულ გზავნილებს ავრცელებდნენ

04 აგვ 202009:57
3 წუთის საკითხავი
clock 566

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე, 34 არაავთენტური ფეისბუკ გვერდის გამოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, არაავთენტური გვერდები ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ გზავნილებს ავრცელებდნენ.

„ნიშანდობლივია ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გადაცემაში ჰყავდათ კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის ერთგვარი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი. დუგინის გადაცემას ავრცელებდნენ სხვადასხვა ჯგუფებში და გვერდებზე, რაც მცდელობა იყო, რუსეთ-საქართველოს ომი წარმოეჩინათ იმ კონტექსტში, სადაც მთავარი დამნაშავე საქართველოს დასავლური კურსია. მათ აქვთ ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგო გზავნილები, რომლებიც დისკრიმინაციული და მიგზოგინიური გზავნილებია“, - განაცხადა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 34 არაავთენტური ფეისბუქ გვერდი გამოავლინა, რომლებიც ორგანიზაცია „ალტ-ინფო“-სთან არიან დაკავშირებული. 

ფეისბუქ გვერდების გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებიც „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას ეწევიან. არასამთავრობო ორგანიზაცია მათ მეირ მომზადებულ ანგარიშს ფეისბუქის ადმინისტრაციას მიაწვდის.


close დახურვა