logo

ბესელია: ეს ცეცხლთან თამაშს ჰგავს

clock 12 ნოე 201921:31
1le8vudxgw9bohg.jpg

გადაცემაში "პოლიტიკის ფორმლულა" ეკა ბესელიამ განცხადა, რომ უმრავლესობა ცეცხლს ეთამაშება.

„გამიჩნდა განცდა, რომ ძალიან სახიფათო თამაშს იწყებს უმრავლესობა. ეს ცეცხლთან თამაშს ჰგავს. ერთადერთი საკითხი იყო [პროპორციული არჩევნები], რომელზეც ერთიანი პოლიტიკური კონსოლიდირებული პოზიცია არსებობდა, ყველა თანხმდებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ვნახოთ ხვალ რა იქნება დირექტივა, შეიცვლება თუ არა სტრატეგია. მე არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, მაგრამ მინდა ერთი რჩევა მივცე ჩემს კოლეგებს - ცეცხლთან თამაში სახიფათოა და ეს კარგად არ მთავრდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება. 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა