logo
ENG



ბოკერია:მოვუწოდებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახსნან, გონივრული შეზღუდვებით

22 მაი 202014:26
3 წუთის საკითხავი
clock 341

"ევროპული საქართველო" მთავრობას მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახსნას, რათა მოქალაქეებმა სამსახურებში სიარული შეძლონ. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აღდგება, მოქალაქეები ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გონივრული შეზღუდვებით უნდა მოხდეს. მაგალითისთვის მან პირბადეები და მგზავრების შეზღუდული რაოდენობა დაასახელა. 

"გუშინ ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნების მოსმენის შემდეგ, მანქანებზე, ამ პარლამენტის და ამ გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, თუ რატომ უნდა იყოს შეზღუდვა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს და "ევროპული საქართველო" დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ დატოვეს, ტაქსებზე კიდევ რაღაც შეზღუდვები. ჯარიმების გარდა, მეორე საკითხი არის ეკონომიკის გახსნა. მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება, ვერ მოხდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაჭირვებულ ადამიანებს და საშუალო კლასს, არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა, ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფად არის დასაწყები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, გონივრული შეზღუდვებით. ამის გარეშე ვერ მოხდება ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება. მოუწოდებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გონივრული შეზღუდვებით გახსნისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა