logo
ENG



ბოკერია: არავინ არ უნდა შეუწყოს ხელი ივანიშვილის პროპაგანდას რომ სულ ორი პოლუსია

25 მაი 202021:55
3 წუთის საკითხავი
clock 445

„ეს არის ივანიშვილის პროპაგანდის ნაწილი, რომ დახატოს პოლიტიკური სპექტრი ბიპოლარულად, თქვას რომ აქეთ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აქეთ არის ოცნება. მარტივი მათემატიკური გათვლაა არის უამრავი ამომრჩეველი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ბევრად ნაკლებია ვინც მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ვინმე სხვას და თუ ერთ-ერთს ამოირჩევ აქედან დანარჩენ ხმებს აქრობ.“,-აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა. როგორც ბოკერიამ განმარტა ოპოზიციის წევრებმა არ უნდა შეუწყონ ხელი ივანიშვილის პროპაგანდას, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს.

 „თუ რომელიმე ქვეყანაში ხარ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ უნდა ერეოდე სხვა ქვეყნის პოლიტიკაში. რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის მაგიდას, იქ არის ერთი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება, „ძალა ერთობაშია“, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, სადაც მიხეილი სააკაშვილი არის წევრი რამდენადაც ვიცი, მაგრამ ეს არის მათი საკითხი, მათი პოზიცია არის მნიშვნელოვანი ყველა დანარჩენისთვის, რადგან კონსესუსით ხდება გადაწყვეტილებები, მაგრამ პირდაპირ დანარჩენ პარტიებთან მიხეილ სააკაშვილს არანაირი შეხება არ აქვს. ამიტომ ეს არის ივანიშვილის პროპაგანდის ნაწილი, რომ დახატოს პოლიტიკური სპექტრი ბიპოლარულად, თქვას რომ აქეთ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აქეთ არის ოცნება. მარტივი მათემატიკური გათვლაა არის უამრავი ამომრჩეველი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ბევრად ნაკლებია ვინც მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ვინმე სხვას და თუ ერთ-ერთს ამოირჩევ აქედან დანარჩენ ხმებს აქრობ. ამიტომ ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ და ყველა ვინც თავისი აქტიურობით ამას შეუწყობს ხელს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ეხმარება იმაში, რომ გაიზარდოს რისკები ამ კაცის მხრიდან მეტი სისულელის ჩადენის, რაც ქვეყნისთვის სარისკოა... რეალობა ასეთი არ არის, სპექტრი არის ძალიან განსხვავებული ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ კარგია რომ შევთანხმდით ამაზე: პროპორციული არჩევნები, სასამართლოს რეფორმა და ის რომ კოალიცია უნდა იყოს კორექტული და ჩვენ და არავინ არ უნდა შევუწყოთ ხელი ივანიშვილის პროპაგანდას რომ სულ ორი პოლუსია და სხვა არავინ არ არსებობს“,-აცხადებს ბოკერია.

 


close დახურვა